04:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 09:55:18, 674 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - თავდაცვის კოდექსი დისკრიმინაციული რომ იყოს, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და ამაზე არ წავიდოდით

თავდაცვის კოდექსი რომ იყოს რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და ჩვენ ამაზე არ წავიდოდით,- აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ საკითხებს საკმაოდ ფართო პირთა წრე, მათ შორის სამართალმცოდნეები განიხილავდნენ.

„სახელმწიფოს მიმართ „გირჩის“ პირველი პრეტენზია იყო, რომ წვევამდელებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებებში, რაც აღმოფხვრილი იქნება. თავდაცვის კოდექსი რომ იყოს დისკრიმინაციული რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და მის განხილვებამდე „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ბუჭულაძის თქმითვე, „გირჩს“ რელიგიასთან "არანაირი შეხება არ აქვს".

"ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შევედით და ეს ლეგიტიმაცია ცალსახად მივანიჭეთ მათ. რეალურად ეს არ არის ეკლესია, ესენი არ არიან სასულიერო პირები, შესაძლოა მიმდინარეობა დააფუძნონ, მაგრამ არანაირი შეხება მათ რელიგიასთან არ აქვთ და ვერ ექნებათ",- დასძინა ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics