|
2023-07-17 09:36:26, 1423 ნახვა
რეგიონი
ნოსტეში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა
სოფელ ნოსტეში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პირველი ადგილი საგარეჯოელმა, მეორე ადგილი გორის და მესამე ადგილი „გორიჯვარის“ მოჭიდავეებმა მოიპოვეს "დიდი მხედართმთავრის, ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელ ნოსტეში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი მიეძღვნა ქართლის მოურავის გიორგი სააკაძის უკვდავ სახელს, რომელიც მისი კოშკის (ნამოსახლარის) მიმდებარედ ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 2004-2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები. პირველი ადგილი საგარეჯოელმა, მეორე ადგილი გორის და მესამე ადგილი „გორიჯვარის“ მოჭიდავეებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და ქართული ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გელა ბერუაშვილმა გადასცეს. ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა მამაკაცთა გუნდმა „მოურავმა“ და ხალხურ საკრავთა ანსამბლმა „თხოთმა“ გახსნა. კავთურისხეობელმა მხედრებმა კი მხედართმთავრის დროინდელი ეპოქა გააცოცხლეს. ტურნირს ესწრებოდნენ ცნობილი მოჭიდავეები, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის გაერთიანების ხელმძღვანელები. ღონისძიება ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და მის განვითარებას მიეძღვნა, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)