2023-07-14 11:45:34, 756 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვულოცავ საფრანგეთს 14 ივლისს - ეს დღე შთაგონების წყაროა ყველა ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისკენ ისწრაფვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს ულოცავს.
პრეზიდენტის განცხადებით, 14 ივლისი არის შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისკენ ისწრაფვის.
„გულითადად ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკას 14 ივლისს. ეს დღე არის თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო, შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისკენ ისწრაფვის“,- წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,