00:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 10:42:15, 1758 ნახვა

მსოფლიო
CNN - ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000 რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, პენტაგონი ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტს გაგზავნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის ოპერაციების გაერთიანებული შტაბის დირექტორის, გენერალ-ლეიტენანტის დუგლას სიმსის თქმით, ახალი განკარგულება სარგებელს მოუტანს ჯარებსა და ოჯახებს, უფლებამოსილების გაზრდით და წვდომით სარეზერვო კომპონენტის ძალებთან და პერსონალთან.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი თავდაცვის დეპარტამენტს აძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას, გაგზავნოს მეტი შესაძლებლობები აშშ-ის ევროპული სარდლობის დასახმარებლად.

გამოცემის ცნობითვე, ბრძანება Atlantic Resolve-ს განსაზღვრავს, როგორც საგანგებო ოპერაციას, რომელიც რეზერვისტებს იგივე პრივილეგიას ანიჭებს, რასაც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics