|
2023-07-13 20:10:05, 776 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან
დღეს, ევროკავშირის საელჩოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ლევან ხაბეიშვილი და გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი, ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკს შეხვდნენ; “ევროკავშირის სამედიცინო მისია გუშინ შევიდა მიხეილ სააკაშვილთან. მე მადლობა გადავუხადე ევროკავშირის ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩართული ამ საქმეში. მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო პოლონეთის საელჩოს და ყველა იმ დაინტერესებულ ადამიანს, ვინც უზრუნველყო პრეზიდენტ სააკაშვილთან ბოლოს და ბოლოს, ოთხი თვის დაგვიანებით ევროკავშირის სამედიცინო მისიის შესვლა. ჩვენ ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსზე და რა ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და რას აკეთებს რუსული პარტია, თუ როგორ საბოტაჟირებს. ევროკავშირის ელჩს ვაჩვენე ფოტოები, დავით ოსიყმაშვილის, რომელიც არის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომელი, რომელსაც დახვდნენ სახლთან და უმოწყალოდ სცემეს, სახის ძველი აქვს დამტვრეული, ასევე ვაჩვენეთ ზაზა ციციშვილის ფოტო, რომელსაც პენსიონერებთან შეხვედრას დროს საგარეჯოში მოხვდა ქვა და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ქვების სროლით ევროკავშირში არ გველოდებიან. სხვათა შორის დღეს ასევე შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიშა მშვილდაძის ცემაზე, რომელიც სუს-მა უზრუნველყო და დაგეგმა, საუბარი გვქონდა ზურა ჯაფარიძის მიმართ თავდასხმაზე, 16-17 წლის ბავშვებს როგორ მიუვარდნენ ბორჯომში, უნივერსიტეტში ახალგაზრდები რომ სცემენ, ვისაუბრეთ ლევან ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე და დღეს სანამ შევიდოდი ევროკავშირის ელჩთან ვნახე ინფორმაცია „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს გაუტეხეს ავტომობილი. ეს არის კონკრეტული გზავნილები სუს-ის და რუსული პარტიის მხრიდან, რომ უნდა ეშინოდეს ყველას, მაგრამ მე მედიაზე მაღალი წარმოდგენის ვარ, მათ ბრძოლაზე, რომელსაც აშუქებენ შუა ეპიცენტრიდან, როდესაც ქვებს ისვრიან, მათ შორის სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებსაც გხვდებათ ხოლმე ქვები და არ ტეხავს, რომ მოჰყვეთ ვიღაც-ვიღაცები ქვებს რომ გესვრიან, ეს უნდა მოჰყვეთ, ჟურნალისტური ვალდებულებაა თქვენი, რომ საზოგადოებას ქვა რომ მოარტყეს და მიკროფონი წაგართვეს, ეს უნდა მოჰყვეთ, არ არის სირცხვილი და დანარჩენ ოპოზიციურ მედიებს როგორ ექცევიან ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, ზედმიწევნით, დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში ევროკავშირის ელჩი, ასევე ვუთხარით, რომ ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და ისიც ვუთხარით, რომ ყველგან, სადაც წავალთ, რუსული პარტია გამოგვეკიდება ქვებით.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)