05:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 15:47:57, 1062 ნახვა

მსოფლიო
რუსი გენერლის განცხადებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ჯარში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა

რუსი გენერალი ივან პოპოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, სამხედროების ღალატში დაადანაშაულა. 

Telegram-ში გამოქვეყნებულ აუდიომიმართვაში პოპოვი ამბობს, რომ მან ჯარში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და დასვა კითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარტილერიო-სადაზვერვო სადგურების არარსებობა და რუსი ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვა.

"ტყუილის უფლება არ მქონდა, ამიტომ გამოვკვეთე ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც დღეს ჯარში არსებობს საბრძოლო მუშაობისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას და მომიშორა",- აცხადებს პოპოვი ჩანაწერში, რომელიც რუსეთის პარლამენტის წევრმა და სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, ანდრეი გურულევმა გამოაქვეყნა.

გენერალი ივან პოპოვი ჩართული იყო მძიმე ბრძოლებში ზაპოროჟიეს რეგიონში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ომში უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics