15:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 13:05:10, 1255 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

"პოლონეთში მიმდინარე 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე გიგი პაქსაძე - ევროპის ჩემპიონი გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ (U20) ჩემპიონატში აჩიკო ბოლქვაძე მეოთხედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას წელსვე მიიღებენ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

შეხვედრას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics