|
2023-07-13 10:02:58, 771 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი Anchorოთარ შამუგია Anchorიაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, წლების განმავლობაში საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის კუთხით. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია იაპონიის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და პროექტების განხორციელების პროცესში. იაპონიას აქვს უდიდესი გამოცდილება; შესაბამისად, ცოდნის გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ფერმერებსა და მწარმოებლებს გაზარდონ წარმოება და პროდუქციის ხარისხი, შეამცირონ პროდუქციის თვითღირებულება, გახდნენ კონკურენტუნარიანები და ექსპორტზე ორიენტირებულები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც შეხვედრაზე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იშიძუკა ჰიდეკიმ აღნიშნა, იაპონია-საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია. იაპონური მხარე მიესალმება გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს. „იაპონიას აქვს არაერთი მექანიზმი და სქემა, მხარი დაუჭიროს საქართველოს არსებული გამოწვევების გადაჭრაში ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტყის და წყლის რესურსების მართვა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა. მზად ვართ, გავუზიაროთ ქართულ მხარეს ჩვენი გამოცდილება და გავუწიოთ როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას დიდი პერსპექტივა აქვს მსოფლიოს, მათ შორის იაპონიის ბაზარზე. ვფიქრობ, თანამშრომლობის გაღრმავებით, დადებითი შედეგების მიღწევას ყველა მიმართულებით შევძლებთ“, - განაცხადა იშიძუკა ჰიდეკიმ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება გააქტიურდეს თანამშრომლობა ტყის მდგრადი მართვის, ემისიებით ვაჭრობის, წყლის რესურსების მართვისა და ჰაერის ხარისხის გაუჯობესების, დაცული ტერიტორიებისა და ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)