06:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 14:23:27, 782 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია - წესიერი კაცია, გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს?

საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა?- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით "ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს".

"ჩემსავით, რომ იმას აკეთებდეს და ჩემნაირ ადამიანს მტერი ჰყავდეს სხვანაირი გასაგებია, მაგრამ მოწამვლით რატო უნდა მომწამლონ მეც? მეუფე წესიერი კაცია ურთიერთობებშიც და იმაშიც და გინახავთ სადმე ჩემსავით გამოვიდეს? რაფინირებულად ლაპარაკობს... შორენა თეთრუაშვილიო - შორენას თავისი ადგილი აქვს, მეუფე შიოს თავისი ავტორიტეტი. ერთმანეთის საქმეებში ვერ იკვეთებიან.

როდესაც გავიგე, რომ შრომისუნარიანია, ცუდზე არ ვფიქრობ. ვნახოთ, რა იქნება მიზეზი.

დღეს შეიძლება ბევრი ჩინური პროდუქცია იყოს, ხომ იცით, რაც ხდებოდა სათამაშოებზე. არ ვიცი, რომელი მეტალი იყო მის სისხლში აღმოჩენილი. მე ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. მე რომ თავინავე მცდოდნოდა, რომ მტერი ჰყავს და რაღაცა ჩემი ვერსია მექნებოდა. შიგნით [საპატრიარქოში] მტერი არ ჰყოლია. რატომ უნდა ჰყოლოდა? მოსაყდრეა, ქორეპისკოპოსი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.

6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics