|
2023-07-12 13:08:41, 526 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურ „ავლაბარში“ არსებულ რკინა-ბეტონის კონსოლს დემონტაჟი ჩაუტარდება
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარება გამოიკვეთა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა. „დაწყებული გაქვს მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვინაიდან ის იყო ავარიულ მდგომარეობაში. პირველ რიგში, უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარება. შესაბამისად, როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო კომპანიის მონაწილეობით, დაიგეგმა და შესაბამისი საექსპერტო კომპანიების მეშვეობით განხორციელდა რამდენიმე კვლევა, როგორც კონსოლის დემონტაჟის აუცილებლობის, ასევე, დემონტაჟის შემთხვევაში, დარჩენილი შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლის მიზნით. საექსპერტო დასკვნების მიღების შემდეგ, მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი და დოკუმენტაციის სრული პაკეტი საბოლოო ექსპერტიზისთვის წარედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. უახლოეს დღეებში ველოდებით ბიუროს დასკვნას, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კონსოლის დემონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტროსადგურ „ავლაბრის“ ორი კვირით დახურვა. თბილისის მერის განცხადებით, თუ აღნიშნულის აუცილებლობა დადგა, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. რაც შეეხება მეტროსადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კახა კალაძის განცხადებით, ის სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)