01:27 - 29 Jun, 2026
|
2023-07-10 14:04:57, 1031 ნახვა
მსოფლიო
კულება - ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე
ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. კულება მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის გზას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ ამოკლებს. "ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატოს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატოსკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს",- წერს კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)