07:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 14:40:01, 794 ნახვა

საზოგადოება
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალია“ დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "პრაიდ ფესტივალია" დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა.

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონის ერთი ნაწილი და ცდილობენ, გადაინაცვლონ იმ ტერიტორიაზე, სადაც "პრაიდ ფესტივალია" დაგეგმილი. 

სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ადგილზე, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს "თბილისი  პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდება, ფესტივალი კი გაიმართება კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნება.

გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებიან მობილიზებულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics