|
2023-07-08 12:54:38, 1384 ნახვა
რეგიონი
კასპში საერთაშორისო ფესტივალი „დიონისე-2023“ გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ათენიდან დაბრუნებულ საყმაწვილო თეატრის „ფარდის მიღმა“ წევრებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საყმაწვილო თეატრის „ფარდის მიღმა“ (ხელმძღვანელი ეკატერინე ქვრივიშვილი), რომელიც კასპის კულტურის ცენტრში ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, ათენში საერთაშორისო ფესტივალ "დიონისე-202"'-ზე იყო მიწვეული. „ფესტივალზე თეატრმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მოტივებზე შექმნილი თეატრალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“ წარადგინა. გასტროლზე სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამასთან ერთად კი სპექტაკლში მონაწილე სალომე გვრიტიშვილს პერსონალური ჯილდო გადაეცა, ხოლო ყველა მონაწილეს საპატიო სიგელები. ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა თეატრის დასის წევრებსა და სამხატვრო ხელმძღვანელს სამომავლო წარმატებები უსურვეს და სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)