07:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 10:46:42, 763 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი უნგრეთის სახელმწიფო მდივანს გარემოსა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში ანიკო რაისს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს გარემოსა და ცირკულარული ეკონომიკის  საკითხებში ანიკო რაისს  შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"სახელმწიფო მდივანმა სურვილი გამოთქვა, საქართველომ და უნგრეთმა გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ერთობლივი აქტივობები განახორციელონ, მათ შორის, გაცვლითი პროგრამები და გამოცდილების გაზიარების ღონისძიებები. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა რიგით მე-7 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკომისიის და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ მინისტრ შტეფი ლემკესთან და  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორ მარკო კაინერთან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics