08:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 16:34:53, 643 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი - გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას გარემოს დაცვის გაძლიერებაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქ. ბუდაპეშტში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ მინისტრს შტეფი ლემკეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და შეუქცევადი პროცესია.

„გერმანია, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მუდმივად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას გარემოს დაცვის მიმართულებების გაძლიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვის პოლიტიკაზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რაც დაცული ტერიტორიების განვითარების, სატყეო მეურნეობის, ნარჩენების მართვის და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვის კუთხით უკვე არსებობს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics