|
2023-07-06 14:11:40, 584 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ექსპერტებმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომაზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები წარადგინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული კონცეფცია მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, რამაც უნდა უზრუნველყოს სოფლის მოსახლეობის და ფერმერების მიერ საძოვრებით სარგებლობის სამართლებრივი და სამეურნეო პირობების განსაზღვრა-დამკვიდრება, საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე, ნაყოფიერების გაუმჯობესება და მეცხოველეობის დარგის მდგრადი განვითარება. „დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საძოვრების მდგრადი მართვის ხედვა და პრინციპები: საძოვრად გამოყენებული მიწების საკუთრებისა და საძოვრებით სარგებლობის უფლებების საკითხები, საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ინსტიტუციური მოწყობა, საძოვრების მართვის ეკონომიკური და ფისკალური ასპექტები, საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვა და მონიტორინგი. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტმა საფუძველი შეუქმნა საძოვრების მართვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომის წევრებმა აღნიშნეს, რომ კონცეფციაში ასახული პრინციპები პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს საძოვრებთან მიმართებაში და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვასა და დამკვიდრებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)