|
2023-07-05 23:59:34, 884 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლება მეორე ფრონტისკენ პირდაპირ მოგვიწოდებდა
უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი, ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ. „უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ცხადი. თვითონ ღიად საუბრობდნენ თავის დროზე, რა სურთ საქართველოსგან და ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ. უკრაინის ხელისუფლება არის გულახდილი, უკრაინა რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც არის გულახდილი. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან. შეგახსენებთ, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. მადლობა მათ, რომ არ აქვთ დაფარული საკუთარი ინტერესი, საკუთარი პოზიცია, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აქვთ ერთადერთი ინტერესი საქართველოს მიმართ - ეს არის მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ყველა მათი ნაბიჯი უკავშირდება ამ ინტერესს, არ მალავენ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ გაიხსენა უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა და აღნიშნა, რომ უკრაინას ბელორუსიდან არ ჰყავდა გაწვეული ელჩი მაშინ, როდესაც მთავარი შეტევა განხორციელდა ბელორუსის ტერიტორიიდან პირდაპირ კიევზე. "გახსოვთ, შარშან ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ბელორუსიდან არ ჰყავდათ ელჩი გაწვეული, მაშინ, როდესაც მთავარი შეტევა განხორციელდა ბელორუსის ტერიტორიიდან პირდაპირ კიევზე. არ გაუწვევიათ ელჩი ბელორუსიდან და გაიწვიეს საქართველოდან. ვინმეს დღემდე მოუსმენია ამის რაიმე დასაბუთება? არაფერი. რაზე იყო გათვლილი - მაშინ იყო მძიმე ემოციური ფონი ომთან დაკავშირებით და გათვლა იყო ის, რომ ამ ფონზე, ზელენსკის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში გამოიწვევდა მღელვარებას, არეულობას, ხელისუფლების შეცვლას და ასეთ შემთხვევაში ის მოწოდება, რომელიც გააკეთეს დანილოვმა, პოდოლიაკმა და სხვებმა, გახდებოდა პირდაპირი გაგებით აქტუალური. ახალი ხელისუფლება, ეს ხომ არ დამალეს, ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ისინი პირდაპირ გახსნიდნენ მეორე ფრონტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)