09:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 15:12:31, 662 ნახვა

საზოგადოება
თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთობლივი ფორუმის იდეა გასული წლის სექტემბერში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. 

მათივე ცნობით, ფორუმი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია და მიზნად ისახავს სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერებას და ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას.

ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა. 

„ახალი ფორმატი ქვეყნისთვის დამატებითი საშუალებაა, ქართული სამართლებრივი სივრცე მეტად დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოს მიზნის მიღწევაში – გახდეს ევროკავშირის დიდი  ოჯახის წევრი",- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის" ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე" ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics