|
2023-07-05 14:02:34, 1330 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციები განათავსა
სალიზინგო ბაზრის ლიდერმა, "თიბისი ლიზინგმა" პირველად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ისტორიაში, ფინასურ ინსტიტუტებს შორის, ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით გამხორციელდა და მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, მწვანე სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს. მწვანე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება, ენერგო ეფექტური აქტივების - ელექტრო ავტომობილების, საწარმოო დანადგარებისა და მზის პანელების დაფინანსებასთან ერთად, განპირობებულია კომპანიის მიზანით - ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარის განვითარებას. აღნიშნული ემისიის ფარგლებში, "თიბისი ლიზინგმა", საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან, კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით, მეორე მხარის მოსაზრება მიიღო. ამ მოსაზრების თანახმად, "თიბისი ლიზინგის" მწვანე ობლიგაციების ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP). გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 2.75%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის სამთვიან ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. "თიბისი ლიზინგის" საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, 'BB ' სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული. ობლიგაციებში ინვესტიცია ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, საპენსიო ფონდმაც განახორციელა. "მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, პირველი ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო განთავსება "თიბისი ლიზინგმა" წარმატებით განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახსრები მიმართული იქნება ენერგოეფექტური აქტივების დაფინანსებისკენ, რაც "თიბისი ლიზინგის" მდგრადი განვითარების სტრატეგასთან სრულ შესაბამისობაშია. ასევე მნიშვნელოვანია რომ, განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა, რაც როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს. ერთის მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინასნება. მეორეს მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან "თიბისი ლიზინგის" მიმართ გაზრდილ სანდოობას", – აცხადებს ნუგზარ ლოლაძე, "თიბისი ლიზინგის" ფინანსური დირექტორი. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე საჯარო ობლიგაციები, სწორედ "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია "თიბისი ლიზინგისა" და "თიბისი კაპიტალისთვის" - მე-9 ერთობლივი," თიბისი კაპიტალისთვის" კი, მწვანე ობლიგაციების რიგით მე-6 განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს ჩვენს წვლილს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, ბაზარზე ჩვენი მხარდაჭერით, უკვე მე-2 მწვანე ბონდები განთავსდა, რაც კიდევ ერთი დასტურია მდგარდი განვითარების მიმართ, ქვეყნისა და კომპანიების ინტერესის", - ამბობს მერი ჩაჩანიძე, "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი.
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)