13:59 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 23:32:14, 896 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - დღეს მსჯავრდებულებს შეუძლიათ ციხეში დამზადებული ნივთების გაყიდვა, სწავლა ციფრული უნივერსიტეტის საშუალებით და იუსტიციის სახლების სერვისების მიღება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისათვის შექმნილი პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასჯელის მოხდას არავითარი კავშირი არ აქვს შურისძიებასთან.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ერთ წელზე მეტია, იმყოფება კლინიკაში და შექმნილი აქვს ყველა პირობა: „ადამიანი ერთი წელი და ცოტა მეტი იმყოფება კლინიკაში, როდესაც ეს სჭირდება, შექმნილი აქვს ყველა პირობა, ეს თუ არის შურისძიება, ეს არის წარმოუდგენელი".

 „სასჯელის აღსრულება არ არის შურისძიება; შურისძიება იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანები იხდიან სასჯელს, შეუძლიათ, ციხეში დამზადებული პროდუქცია გაყიდონ, შეგიძლიათ თქვენც, თუნდაც ონლაინ შეიძინოთ „რე-მარკეტის" ვებგვერდზე, ასევე მათ შეუძლიათ, „ციფრული უნივერსიტეტის" საშუალებით ისწავლონ საქართველოს უნივერსიტეტებში, სულ რამდენიმე დღის წინ კი გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და სახელმწიფოს მომსახურებას იღებენ პატიმრები ადგილზე, საპატიმრო დაწესებულებიდან გაუსვლელად, წარმომადგენლის მეშვეობით. მათ შორის რესოციალიზაციის საკითხებზე ვატარებთ მსოფლიო კონგრესს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics