14:00 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 23:12:48, 735 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - მოვუწოდებთ მსჯავრდებულს, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შეასრულოს ექიმების  რეკომენდაციები და მიიღოს მათ მიერ რეკომენდებული საკვები.

„მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც არ ემორჩილება სრულად მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მეირ რეკომენდებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ –  ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები", - აცხადებს რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრი დასძენს, რომ "სააკაშვილის მიერ წარმოებული ხანგრძლივი თვითდაზიანების კამპანია მიზნად ისახავდა მისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისაგან გათავისუფლებას, თუმცა, მან შედეგი ვერ გამოიღო"

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას, თუმცა, საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა", - აღნიშნავს მინისტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics