|
2023-07-04 15:41:14, 1475 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს გაეცნო
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებითი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კავთისხევის საარჩევნო ოლქიდან მაია კაციაშვილი მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს, გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა, რომელიც ასფალტირებული არასოდეს ყოფილა გაუვალი იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. „პროექტი გარდამავალია, I ეტაპი გასულ წელს განხორციელდა და წელს დავასრულებთ. მალე ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ გადაადგილებას, რომლის საერთო სიგრძე 5 818 გრძივი მეტრია“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)