16:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 10:54:43, 580 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

7 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა (UAG) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

აეროპორტების  გაერთიანების ცნობით, დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

"თანამშომლობის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. 

მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას გაივლიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში. 

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი  თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება",- ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics