2023-07-03 22:59:41, 714 ნახვა
პოლიტიკა
ლექსმანი - სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს საშუალება, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს
პრემიერი ღარიბაშვილი დაკავებულია საკუთარი თავის ქრისტიანული ფასეულობების დამცველად წარმოჩენით, თუმცა ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის ცხადია არაფერს ნიშნავს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლოს.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
"საშინელებაა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამ ფოტოების ნახვა. პრემიერი ღარიბაშვილი დაკავებულია საკუთარი თავის ქრისტიანული ფასეულობების დამცველად წარმოჩენით, თუმცა ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის ცხადია არაფერს ნიშნავს.
სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს", - წერს ლექსმანი და სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,