16:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 22:48:00, 481 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - ეტყობა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ხელში ჩაიგდოს ცესკო და აკეთოს ის, რასაც აკეთებდა, აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევაზე პირველი არხის გადაცემაში ისაუბრა, რომლის თქმითაც, „დაახლოებით 2 წლის, ძალიან რთული ადგილობრივი არჩევნები  სწორედ ამ შემადგენლობამ და ამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ჩაატარა“.

„ეუთო/ოდირი იცით, რომ არის ევროსაბჭოს უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო მისია და პერსონალურად მის მიმართ შენიშვნა არავის გამოუხატავს, მაგრამ რატომღაც თვალში არ მოუვიდა ქალბატონ პრეზიდენტს ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი. შენიშვნა არ აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, სამაგიეროდ, შენიშვნა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ეტყობა ხელში უნდა ჩაიგდოს ცესკო და ის აკეთოს, რასაც დიდი დროის მანძილზე აკეთებდა - აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს. ეს დრო ჩაბარდა წარსულს, ასეთ პერიოდს საქართველო ვეღარ დაუბრუნდება“-აღნიშნა ცაგარეიშვილმა. 

აგრეთვე, ცაგარეიშვილმა ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა.

„ჩვენ გვექნება სრულად ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების საშუალება, დაველოდოთ 2024 წელს. ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა. იცით, რომ რამდენიმე შუალედური არჩევნები სწორედ ელექტრონული წესით ჩავატარეთ. ეს იყო, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ამიტომ, ახლა მთელი ქვეყანა გადავერთეთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებაზე,  სადაც ნებისმიერი ჩარევა მინიმალურ დონეზეც, მათ შორის წევრების მხრიდან, მომავალი თავმჯდომარის მხრიდან იქნება დაყვანილი ფაქტობრივად ნულამდე. 8 საათზე უბნები დაიკეტება, თითქმის 10-20 წუთში სრულიად საქართველოს ეცოდინება არჩევნების პირველადი  შედეგი და ამით დასრულდება მუდმივი ღამის ბრძოლა საუბნო-საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველა ვიქნებით კმაყოფილები ამ შედეგით“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics