|
2023-07-03 19:57:21, 693 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რას გეგმავთ მიშას გამოყვანის დაპირებით მოსულები? როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას
რას გეგმავთ მიშას გამოყვანის დაპირებით მოსულები? როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ყველა ნორმალური ადამიანი დღეს შეშფოთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა. „თუ ახლა არის რამის დრო, არის, პირველ რიგში, გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება. ყველა ნორმალური ადამიანი დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისთვის, არამედ შედეგისთვის. ვამბობდი და ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი, რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდან გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო. შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინახაზის მებრძოლებისგან დაცლა; რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50-კაციან აქციას ჩაატარებთ (აქციისთვის და არა შედეგისთვის – რაც არასდროს გამიკეთებია). ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე. ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავიანთ ადგილს ეძებენ „ოცნების“ მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისთვის“. ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის ლიდერშიფი კომედიურ ტვ შოუებში; აი ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ. მაქვს კონკრეტული კითხვა: მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან, რომელიც, საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე, ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა… ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას? ფორმალური რეპლიკები – თქვენ რა გააკეთეთ – არ მიიღება, ბევრი რამ და მთავარი – ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და, პირველ რიგში, არც პატიმრისთვის“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)