|
2023-07-03 09:42:38, 674 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ეაპ საქართველომ რეგიონალური კონფერენცია გამართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეაპ საქართველოს (ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი) მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ შესარჩევ კონფერენციას წყალტუბომ უმასპინძლა, რომელსაც 50-მდე დელეგატი დაესწრო როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის 30-მდე ქვეყნიდან. სესიის თემას "ახალგაზრდობის ძალაუფლების შესწავლა" წარმოადგენდა. ღონისძიება კონცენტრირებული იყო ახალგაზრდა თაობის ძალის აღმოჩენასა და მათ გავლენაზე საზოგადოებაში, რაც დღევანდელობის საკმაოდ აქტუალური საკითხია. ღონისძიების ფორმატი ოთხი დღისგან შედგებოდა და ყოველ დღეს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა - გაცნობითი დღე, სამუშაო დღე, გენერალური ასამბლეის დღე და ასევე, ოფიციალური პირებისა და გუნდების ტრენინგის დღე. კონფერენციის დელეგატებს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული და სამუშაო გარემო. გაიმართა დისკუსიები და დებატები ისეთ თემებსა და პრობლემებზე, როგორებიცაა კიბოსთან ბრძოლა, ქალთა უფლებები, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - European Youth Parliament Georgia - EYP, არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ევროპის 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს და მის მიერ ორგანიზებულ პროექტებში ჩართულნი არიან 16-24 წლამდე ახალგაზრდები. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების, ევროპული ღირებულებების, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების კულტურის ჩამოყალიბება. „ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალგაზრდა თაობის განათლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროექტების მხარდაჭერას. ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, წყალტუბოში რეგიონალური კონფერენცია გაიმართა და აღსანიშნავია, რომ სესია ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განიხილონ მნიშვნელოვანი თემები უცხოელ თანატოლებთან ერთად და პირადად გახდნენ აქტიური მოქალაქეები და უშუალო გავლენა იქონიონ საზოგადოების განვითარებაზე ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)