16:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-02 13:04:02, 996 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ გაიაშვილი: იმედია უკრაინის პრეზიდენტის უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს სარკისებური პასუხი მოყვება

თამაზ გაიაშვილი გამოეხმაურა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ და პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“

მისი თქმით, ავიაკომპანია მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს ასრულებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს, თავად ის კი, 2003 წლიდან, აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელია და აღარც გენერალური დირექტორი და მას მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა უჭირავს.

თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები

„ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც.იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება “ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics