2023-06-30 15:39:22, 881 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილის განცხადებით, კასპში „ოცნების“ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კასპში მისი მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
ხაბეიშვილის თქმით, ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და გორისა და კასპის საკრებულოს წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პირადი ავტომობილი დაუზიანეს.
„კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადაია, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული და სადაც არ უნდა წავიდე, მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ",- ამბობს ხაბეიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,