|
2023-06-30 12:37:42, 771 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის დაფინანსებით წელს დაიწყება
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით, -აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქით, აუცილებელია, რომ პორტების გამტარუნარიანობა გაიზარდოს. „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე არ ვართ იმ კონდიციაში რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება, მოგახსენეთ, რომ ჩვენ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა, მაგრამ ამ მიზნით აუცილებელი არის, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელი არის, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების, ასე რომ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა პორტები. აი ეს არის ჩვენი ხედვა და ჩენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრობით მივყვებით. ასევე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელში, საგრძნობლად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოები. გაისად მოსახლეობის თითქმის 93% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის რეკორდული მონაცემები, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს, ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ დავიწყეთ მნიშნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. გამოწვევა იყო და დღესაც რჩება ყველა დიდ ქალაქში და ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს. დავიწყეთ აქტიურად შეძენა ახალი ავტობუსების რეგიონებისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტობუსების სერთიფიცირება, სრული განახლება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რათა მივაღწიოთ სამ უმთავრეს მიზანს: მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომფორტი და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა", - განაცხადა პრემიერმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)