|
2023-06-29 15:15:03, 1025 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე მშვილდაძეზე - არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება
არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინა რეაგირება, დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ვინც აგრესიის სამიზნე იყო,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას. თალაკვაძის თქმით, "იმის ნაცვლად, რომ ბატონმა მშვილდაძემ სამართალდამცავებს სათანადო შეფასება მისცეს, მთელი ოპოზიცია ისევ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას განაგრძობს". "არა თუ წახალისებული, პირიქით, ხელისუფლებამ თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინა რეაგირება, დაიცვა ყველა მოქალაქის უსაფრთხოება, ვინც აგრესიის სამიზნე იყო. ეს წინა შემთხვევებსაც შეგახსნეებთ, როცა ასევე უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს, ნახეთ, რომ ყველა მიეცა პასუხისგებაში და თითოეულ ფაქტზე იყო რეაგირება. რაც შეეხება ამ სამარცხვინო ცილისწამებას, იმის ნაცვლად, რომ ბატონმა მშვილდაძემ სამართალდამცავებს სათანადო შეფასება მისცეს, რომ მათ შეასრულეს თავისი სამუშაო და მოახდინეს რეაგირება, პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელმაც სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, განაგრძობს მთელი ოპოზიცია ისევ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით რადიკალურ ოპოზიციას, რომ ამ წლების განმავლობაში ისინი მხოლოდ ზიზღის, ცილისწამების, ძალადობის კამპანიებით არიან დაკავებული",- განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. გუშინ, 28 ივნისს, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)