00:13 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 16:40:14, 808 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა

„ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი.

„შევახსენებ ყველას, რომ ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესი გაჭედილი იყო და მეც ბრიუსელში არაერთი ევროპელი ჩინოვნიკისგან მსმენია, რამდენად ეწინააღმდეგებოდა და არ იყო სათანადო პოზიციით ხელისუფლება საქართველოში, გაჭედილი იყო შეთანხმება, კარგა ხანს ვერ იქნებოდა ეს, რომ არა „ოცნება“, რომელმაც 2014 წელს ხელი მოაწერა და შემდეგ ეტაპებზე გაიყვანა საქართველო. დღეს რომ ლიბერალებს და პროევროპელებს ეძახდნენ თავის თავს, თავად ვერც კი იღებდნენ, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონს. რატომ ვერ მიიღეს, ლიბერალებს ხომ ეძახიან თავს? სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი ძალა, რომელსაც ჰქონდა ავტორიტარული რეჟიმი და საერთო არ აქვს ლიბერალიზმთან არანაირი. შეგახსენებთ, ევროკავშირის როგორ მოიხსენიებდნენ, ჩახედეთ არქივს 2012 წლამდე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ასოცირების ხელშეკრულების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით, რომ ასოცირებული ქვეყანა გავმხდარიყავით, შევძელით, მიგვეღო ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის გარემო გვქონოდა, ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics