2023-06-27 15:27:00, 943 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გარდაბანში მანქანის საბურავები დაუჭრეს.
ამის შესახებ ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.
„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს. იფიქრეს, დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო.
ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ექსპრესნიუსი,