08:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 23:41:25, 933 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - „ვაგნერის“ ამბოხმა მოსკოვის სისუსტე გამოავლინა

„ვაგნერის“ ამბოხმა მოსკოვის სისუსტე გამოავლინა, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.

როგორც რეჩანი აცხადებს, რუსეთში აჯანყების მცდელობა "უკრაინას მისცემს მოტივაციას და აუმაღლებს საბრძოლო სულს".

„რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდით, რუსეთის მმართველობის და რუსული ჯარის სარდლობის სისუსტეს უსვამს ხაზს. რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, – ამბობს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.

„მნიშვნელოვანია უფრო ძალისხმევა იმისთვის, რომ მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც სჭირდება ქვეყნის დასაცავად და რუსული ჯარების გასაძევებლად“, - განაცხადა რეჩანმა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.

აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics