|
2023-06-26 18:37:53, 706 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მთელი მსოფლიო გარინდებული იყო, საქართველოდან პოლიტიკური ძალები კი, ერთ-ერთ მხარეს უჭერდნენ მხარს
მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, მათ შორის, უკრაინელებიც ხმას არ იღებდნენ და აკვირდებოდნენ სიტუაციას, საქართველოში კი, აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ამბოხებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მხარე, რომელსაც ოპოზიცია მხარს უჭერდა ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში და იქ მონაწილეობას იღებდნენ უკრაინელი სამხედროების, ქალებისა და ბავშვების დახოცვაში. "მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, მათ შორის, უკრაინელებიც ხმას არ იღებდნენ და აკვირდებოდნენ სიტუაციას. მთელი მსოფლიოს ყველა ლიდერი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. იმიტომ, რომ არავინ იცოდა ეს რაღაც დადგმული პროვოკაცია იყო, არავინ იცოდა ეს რაღაც რეალური ამბოხი იყო, რა ხდებოდა და საქართველოდან, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში, შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს. და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მხარე იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში და იქ მონაწილეობა ჰქონდა უკრაინელი სამხედროების, ქალებისა და ბავშვების დახოცვაში, აქტიური მონაწილეობა და მისი ავტორები იყვნენ. აი, ამ ადამიანს და ამ ადამიანებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ საქართველოდან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, სამწუხაროდ", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)