03:02 - 11 Jun, 2026
|
2023-06-25 14:57:39, 1429 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ბოლო დღეების ტრაგიკომედია უხსნის სხვა ქვეყნის ლიდერებს, თუ რატომ არის პუტინის რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელი
ბოლო დღეების ტრაგიკომედია მჭევრმეტყველურად უხსნის სხვა ქვეყნის ლიდერებს, თუ რატომ არ თვლის უკრაინა, რომ დღეს პუტინის რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთში სიტუაცია უკონტროლოა, "მორყეულ სტრუქტურას ინერცია და ლოცვა ამყარებს". "მარტივი კითხვა: ვისთან შეიძლება რამეზე საუბარი, თუ მთავარ სუბიექტს ძალაუფლება ეცლება ხელიდან და ყველა ფეხს იწმენდს სტრატეგიულ სამხედრო სარდლობაზე? ამ ბანდის დღეები დათვლილია, პატრონი სახლში არ არის. რუსეთში სიტუაცია უკონტროლოა, მორყეულ სტრუქტურას ინერცია და ლოცვა ამყარებს. ამავდროულად, სინოპტიკოსები ქარის ახალ აფეთქებებს პროგნოზირებენ",- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)