|
2023-06-24 17:16:49, 1241 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 30-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, 30 დღით დააკავებენ ყველას, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არ დაემორჩილება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, კანონი ასევე ითვალისწინებს სამგზავრო ტრანსპორტის ჩამორთმევის შესაძლებლობას. "სამხედრო მდგომარეობის შესახებ" კანონით და რუსეთის სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 1 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 30 დღემდე, თუ ეს ქმედებები არ შეიცავს სისხლისსამართლებრივ დასჯადი ქმედებას. თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა 2 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული, ასევე დაპატიმრება 30 დღემდე",- აღნიშნულია დოკუმენტში. შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მოგვიანებით, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)