09:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 16:23:43, 824 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი - მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას

მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილების მიზნით,- ასე ეხმაურება რუსეთის პატრიარქი კირილი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა უდიდესი დანაშაულია.

"როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც გამართლება არ აქვს. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც აიღო იარაღი და მზად არის გამოიყენოს იგი თავისი ძმების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილების მიზნით",- განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მოგვიანებით, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics