|
2023-06-24 14:23:00, 803 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - მტერი მხოლოდ ჩვენს სამოქალაქო დაპირისპირებას ელოდება - ვერ ეღირსება!
მტერი მხოლოდ ჩვენს სამოქალაქო დაპირისპირებას ელოდება. ვერ ეღირსება!,- ასე ეხმაირება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. ზახაროვას თქმით, რუსეთს ერთი მთავარსარდალი ჰყავს, რომელმაც ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. "ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი. ერთი. და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი. ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც პიროვნული საჭიროება უნდა გადავდოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ 100%-ით მართალი ხართ. რატომ? რადგან თუ ჩვენ ახლა არ გავერთიანდებით, თუ ყველა თავისთვისაა ან სიტუაციის საკუთარი ხედვისთვის, აღარაფერს ექნება მნიშვნელობა. ხოლოდ ერთიანობა. ერთობა მთავარსარდლის დროშის ქვეშ. მტერი მხოლოდ ჩვენს სამოქალაქო დაპირისპირებას ელოდება. ვერ ეღირსება! შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)