|
2023-06-24 13:40:36, 704 ნახვა
საზოგადოება
იუსტიცია - დავით ფუტკარაძემ სისტემაში დანერგილი სიახლეები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაზე წარადგინა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ სისტემაში დანერგილი სიახლეები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომაზე წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დავით ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა ელექტრონული სანოტარო აქტის დანერგვაზე ნოტარიატში. "ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით ნოტარიუსთა პალატაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაზე. გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეისათვის საქართველოს ნოტარიატი ასრულებს ისეთ დისტანციურ სანოტარო მოქმედებებს, როგორიცაა: მინდობილობა, განცხადება/გარიგება, კომპანიის კრების ოქმის დადასტურება. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომა რომში გაიმართა და მას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად კოლეგები საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად",- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)