|
2023-06-24 10:38:28, 890 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა
მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის „აჯანყების“ გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ამ რეგიონებში აღნიშნული რეჟიმი პირველად შემოიღეს. "მოსკოვის, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით, შემოღებული იქნა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი",- აღნიშნულია განცხადებაში. მედიის ცნობითვე, ეს რეჟიმი რიგი ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლევა, მათ შორისაა დოკუმენტების შემოწმება, სატელეფონო საუბრების კონტროლი, ორგანიზაციების კუთვნილი მანქანების გამოყენება მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, სახიფათო მრეწველობის შეჩერება, კომუნიკაციების შეზღუდვა, ქუჩაში მოქალაქეების მანქანებითა და ფეხით გადაადგილების შეზღუდვა და სხვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)