|
2023-06-24 09:53:18, 883 ნახვა
მსოფლიო
პრიგოჟინი - როსტოვის სამხედრო ობიექტები ჩვენი კონტროლის ქვეშაა
როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი ჩვენი კონტროლის ქვეშაა,- აღნიშნულის შესახებ რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართაში განაცხადა. პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ როსტოვში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დიდი რაოდენობით ტერიტორია დაკარგულია. "როსტოვში ვიმყოფებით. დილის 7:30 საათია. როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი ჩვენი კონტროლის ქვეშაა… აქ ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ დიდი რაოდენობით ტერიტორია დაკარგულია, დაღუპული სამხედროები 3-4-ჯერ მეტნი არიან ვიდრე დოკუმენტებში ხვდება, ტელევიზორში კი დოკუმენტებში მოხვედრილ რაოდენობაზე 10-ჯერ ნაკლებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთ დღეს სანიტარული დანაკარგები 1000 ადამიანს აღწევს. მათ შორის არიან დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები, დაჭრილები და ისინი, ვინც უარს ამბობენ ბრძოლაზე არა იმიტომ, რომ ლაჩრები არიან, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ - საბრძოლო მასალა არ არის, ხელმძღვანელობა არ არის. გენერალური შტაბის უფროსი როგორც კი ჩვენი შენობასთან მოახლოების შესახებ გაიგო, აქედან გაიქცა",- განაცხადა პრიგოჟინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)