|
2023-06-23 21:37:28, 1377 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - ჩვენი ძირითადი ძალები კონტრშეტევაში ჯერ კიდევ არ ჩართულან
ჩვენი ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ არიან ჩართულები დაპირისპირებაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ კონტრშეტევაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კონტრშეტევის წარმატების პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, რადგან ორივე მხარეს დიდი ძალა, ტექნოლოგია და საინჟინრო წინაღობები არსებობს. "ყველას უნდა რომ დიდი მოგება მოვიპოვოთ დაუყოვნებლივ. ჩვენც გვინდა ეს. თუმცა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ფაქტისთვის, რომ ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან გვაქვს დიდი ძალა, დიდი ტექნოლოგია და დიდი საინჟინრო წინაღობები ორივე მხარეს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ არიან ჩართულები დაპირისპირებაში, და ჩვენ კვლავ ვეძებთ სუსტ ადგილს მტრის დაცვაში. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი", - განაცხადა სირსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)