|
2023-06-22 22:17:46, 725 ნახვა
საზოგადოება
მერია - რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდა
ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობის გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, 22 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, გია რომელაშვილისა და გიორგი ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. ავტომობილები იმოძრავებენ აბაის, ანაპის 414-ე დივიზიისა და ავეტიკ ისააკიანის ქუჩების გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N317 და N386 ავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მოძრაობისას არ გაივლიან რომელაშვილის ქუჩას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისააკიანის ქუჩიდან ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მიმართულებით, გაჩერებების გარეშე იმოძრავებს, შემდეგ აბაის ქუჩით დაუკავშირდება რომელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და ანზორ გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება. აღნიშნული ტერიტორიიდან N317 ავტობუსი დაუკავშირდება ჩარგლის ქუჩას, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩას, საიდანაც ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, N317 ჩარგლის ქუჩიდან, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩიდან მოძრაობას აბაის ქუჩაზე გააგრძელებს, შემდეგ რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩებით კვლავ აბაის ქუჩას დაუკავშირდება, გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება და მარცხნივ მოხვევით, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩისკენ გადაადგილდება. აღნიშნული ტერიტორიიდან ავტობუსები ისააკიანის და ავშნის ქუჩების გადაკვეთამდე შეუჩერებლად იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას გააგრძელებენ უკვე არსებული მარშრუტით. ავტობუსი N375 მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრაობისას, რომელაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N19 კორპუსამდე, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ისააკიანის ქუჩას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“ იმოძრავებს. N375 უკუმიმართულებისას მგზავრებს იმავე მარშრუტით მოემსახურება. N421 და N510 მიკროავტობუსები რომელაშვილის ქუჩაზე გადაკეტილ საგზაო მონაკვეთს ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N11 და N7 კორპუსების საშუალებით შემოუვლიან, რის შემდეგაც, კვლავ რომელაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)