|
2023-06-22 12:27:23, 1375 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 42% -ით გაზრდილია საერთაშორისო ფრენები
აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საერთაშირისო ვიზიტებისა და ფრენების გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და ივნისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი საერთაშორისო ფრენები დააანონსა. რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია - თითქმის გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები (+93%), ასევე 20% ით გაზრდილია შიდა ვიზიტებიც. მისივე თქმით, პირველი კვარტლის მონაცემებით გაორმაგებულია ქვეყანაში ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები +102 % -ით. "ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან დადებითი მაჩვენებლები. გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა და შეადგენს 93%-ს, ასევე, გაზრდილია შიდა ვიზიტების რაოდენობა. შემოსავლებიც შესაბამისად გაზრდილია 102%-ით პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შემდეგ კვირაში განახლდება და შესრულდება 4-ჯერ რეისი დუბაის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული ნაკადების და ინვესტიციების მოსაზიდად. მინდა აღვნიშნო, რომ წინა წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა გაზრდილია 42%-ით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. გაზრდილია მიმართულებების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. 25 ივნისიდან ბათუმში ფრენებს განაახლებს Fly Dubai კვირაში 4 სიხშირით. არსებული მონაცემებით, ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით. გრძელდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას სამიზნე ბაზრებზე, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის საიმიჯო კამპანიები Euronews, BBC, Deutsche welle - მილიონობით მაყურებლისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)