23:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 16:59:50, 791 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ბერლინში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივან ოფელია ნიქთან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. 

"ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ღვინის და თხილის  ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ და მომავალში გერმანული მხარის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. განხილვის საგანი იყო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეები, სასურსათო დანაკარგებთან დაკავშირებული საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარების გამო არსებული გამოწვევები. ასევე განხილულ იქნა ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის შესაძლებლობები. 

ნინო თანდილაშვილმა გერმანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივანმა ოფელია ნიქმა გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და სურვილი გამოთქვა ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს დარგში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics