|
2023-06-20 13:04:32, 1317 ნახვა
რეგიონი
აჭარის სარეკლამო კამპანია Deustche Welle-ს ეთერში მიმდინარეობს
ევრონიუსის შემდეგ აჭარის საიმიჯო კამპანია უკვე ცნობილ, გერმანულენოვან ტელეარხზე Deustche Welle დაიწყო. სატელევიზიო კამპანიის შედეგად აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველ ვიდეორგოლს 195-მდე ქვეყნის მილიონობით მაყურებელი გაეცნობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, Deustche Welle მსოფლიოს მასშტაბით 30 ენაზე მაუწყებლობს. „ტელეკომპანიის ეთერში ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება პირველად 2018 წელს დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო სარეკლამო კამპანიებს Deustche Welle-სა და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებებზე ყოველწლიურად ანხორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც. რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)