14:45 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 11:10:45, 775 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფებისა და სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 500-მდე მოსწავლეს შეხვდნენ.

შსს-ს ცნობით, საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვობის ასაკში ქორწინება და საზიანო პრაქტიკები, არსებული გამოწვევები, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები. ასევე, მოსწავლეებთან ყურადღება გამახვილდა ამ კატეგორიის დანაშაულების აღმოფხვრის თვალსაზრისით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიციისადმი მომართვის გზებსა და საშუალებებზე.

"კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განთავსდა საინფორმაციო ხასიათის პოსტერები. პოსტერებზე ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და

პოლიციისადმი მომართვის გზებზე მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციაა დატანილი.

კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მეოთხე წელია იმართება. მისი მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics