|
2023-06-20 09:53:18, 1245 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ვნერვიულობ, რადგან პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს - ეს რეალურია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა "რეალურია". მანამდე ბაიდენმა ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება დაგმო და მას "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი" უწოდა. „დაახლოებით, ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვნერვიულობ მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვნერვიულობ, რადგან პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ეს რეალურია“,- ამბობს ბაიდენი. ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ კვირას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღების შესახებ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ის სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)