|
2023-06-19 22:46:33, 1119 ნახვა
მსოფლიო
ბენ ჰოჯესი - ნატო გაძლიერდება იმ დღიდან, როცა უკრაინა ჩვენს ალიანსს შეუერთდება
ნატო გაძლიერდება იმ დღიდან, როცა უკრაინა ჩვენს ალიანსს შეუერთდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. როგორც ჰოჯესმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც უკრაინა შეუერთდება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს შეუერთდება, მთელი ევროპა უფრო დაცული იქნება. "იმედი მაქვს, რომ უკრაინა ძალიან მალე გახდება ნატოს წევრი. ნატოგაძლიერდება იმ დღიდან, როცა უკრაინა შეუერთდება ჩვენს ალიანსს. ისე როგორც გავძლიერდით, როცა ფინეთი შემოგვიერთდა. როცა შვედეთი შემოგვიერთდება, მაშინაც გავძლიერდებით და იმედი მაქვს, რომ ესეც მალე მოხდება. მთელი ევროპა იქნება უფრო დაცული, მას შემდეგ რაც უკრაინა შეუერთდება ნატოს. ზუსტად არ ვიცი, ვილნიუსში რა შედეგები დადგება. ოფიციალური მოწვევა არ იქნება - ალიანსის წევრი ბევრი ქვეყანა ამისთვის ჯერ მზად არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და კონკრეტული იქნება ვიდრე დაპირება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მოვისმინეთ რამდენიმე წლის წინ... ვნახავთ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)